“ქათულ ოცნებაში” მოლაპარაკებების განახლების მოლოდინი აქვთ
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკება აუცილებლად განახლდება. ქართლი ოცნების წევრების განცხადებით არ არის გამორიცხული კრისტიან დანილესონი საქართველოში კვლავ დაბრუნდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.
„სივრცეს მოლაპარაკებისთვის კვლავ ვხედავ, კონკრეტიზაცია გამიჭირდა რა მიმართულებით და კონფიგურაციით შეიძლება ეს სივრცე შეიქმნას, თუმცა, ერთადერთი სწორი გზა არის მოლაპარაკებების გაგრძელება და შედეგის მიღება. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. რაც შეეხება იმას, ვის ინტერესებში შედის მოლაპარაკებების დესტრუქცია, ამაზე თავად დანიელსონმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. თუ დღეს ჩვენს დღევანდელ სტატუსს შევაფასებთ ისე, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რასაც არ ვეთანხმები, ჩაშლილ მოლაპარაკებებს სჭრიდება ახალი გარემოება, იმისთვის, რომ განახლდეს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაშლილია, ერთი ეტაპი დამთავრდა, რომელშიც ევროპული საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს და შემდეგი რაუნდიც გაიმართოს“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ შედგა.
ოპოზიციის მოთხოვნა კვლავაც – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე “ქართული ოცნება” კვლავაც უარს აცხადებს.