ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრეს

პარტიზანმა მებაღეებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს. მათი და ადგილობრივების მტკიცებით, მოჭრილი ხეები 3 სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს.
პარტიზანმა მებაღეებმა საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს.
მერიის წარმომადგენლების თქმით, ნებართვა გაცემულია 4 წიწვოვანი ხის მოჭრაზე და მოჭრილია 4 წიწვოვანი ხე, შესაბამისად, კანონი არ დარღვეულა.