მნიშვნელოვანისაქართველო

ქედაში აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის გამო სამი პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები.

სულ სამი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს: “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ ბავშვს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.”

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა, გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button