მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ქედაში თამბაქოს მწარმოებლების აქცია იმართება

ქედაში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება.

ამასთან, სავალდებულო ხდება აქციზიც. შეკრებილების განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო აქტიურად მოყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

მათივე თქმით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ იძულებული იქნებიან სოფლები დატოვონ.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.

მსგავსი პოსტები

Back to top button