მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქერჩში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების პილოტებმა წარმატებული დარტყმები განახორციელეს ქერჩზე და სავარაუდოდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი – კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდი ჩაძირეს რომელიც ფრთოსანი რაკეტების გადამზიდად გამოიყენებოდა- ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით შედეგების ოფიციალურ დადასტურებას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის პილოტებს წარმატებული დარტყმისთვის ქერჩის სრუტის გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურაზე, სადაც განთავსებული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი – კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდი”, – წერს ოლეშჩუკი.

მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი იყო განთავსებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ყირიმთან ბაზირებულ რუსულ საზღვაო ძალებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, შესაძლოა სწორედ ამ თავდასხმებით არის განპირობებული რუსეთის სურვილი, საზღვაო სამხედრო ბაზა მოეწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, ოჩანჩირეში, ფრონტისგან შედარებით შორს.

4 ნოემბერს უკრაინამ საჰაერო იერიში მიიტანა ქერჩში მდებარე გემთმშენებელ ქარხანაზე. ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ შედეგად ერთ-ერთი გემი იყო უმნიშვნელოდ დაზიანებული.

დღეს 5 ნოემბერის დილით უკრაინამ დაადასტურა, რომ გემი განადგურებულია

მსგავსი პოსტები

Back to top button