ჰონკონგელმა დიზაინერმა სკარლეტ იოჰანსონის რობოტი შექმნა [Photo/video]

42 წლის გრაფიკულმა დიზაინერმა ჰონკონგიდან, რიკი მამ მსოფლიო პოპულარობა მომენტალურად მოიპოვა მას შემდეგ, რაც ბავშვობის ოცნება აისრულა. მამაკაცმა საკუთარი ხელით შექმნა რობოტი, რომელიც ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს, სკარლეტ იოჰანსონს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ჰუმანოიდი ქალის პროტოტიპი, სახლწოდებით Mark 1 გამომგონებელმა წელიწად-ნახევარში შექმნა და მას ეს სიამოვნება 50 ათასი დოლარი დაუჯდა, – იუწყება Daily Mirror.

ჰუმანოიდის 70% 3D-პრინტერის მეშვეობითაა დაბეჭდილი. დიზინერმა ჩონჩხი სილიკონის “კანით” შემოსა, რომელიც ელექტრონულ შიგთავსს მალავს. მა რობოტს დისტანციურად – ხმოვანი მიკროფონის დახმარებით მართავს. ჰუმანოიდს ხელ-ფეხის გამოძრავება, თავის მოტრიალება, ლაპარაკი, მიმიკური მოძრაობების შესრულება და ბრძანებებზე რეაგირება შეუძლია.

ჰონკონგელ დიზაინერს სჯერა, რომ მეცნიერების მომავალი რობოტებზეა დამოკიდებული. ამჟამად იგი ინვესტორებს ეძებს, რომლებიც მის ნაშრომს სათანადოდ შეაფასებენ. ამის გარდა, მა წიგნის დაწერას აპირებს, რათა მსოფლიოს გამომგონებლებს ახალი რობოტების შექმნის იდეა შთააგონოს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32502″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button