მნიშვნელოვანისიახლეები

,,ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში ხმის მიცემას კი პარიზში შეძლებს”-ცესკოს განცხადება

პრეზიდენტის თანახმად, მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ არ არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ცესკოში აცხადებენ, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და “კანონის შესაბამისად, შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში, ხმის მიცემას კი პარიზში შეძლებს”.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე, რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი; აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე”- აცხადებენ ცესკოში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ მათ.

30 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის შვილმა, ქეთევან გორჯისტანმა საკონსულო აღრიცხვა 23 ივლისს გაიარა და საკონსულოდ შესაბამისი დასტური მიიღო, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და სიაში არაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც.

შეგახსენებთ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც. იმის შესახებ, რომ მისი შვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან, Facebook-ზე წერა პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილიც.

„ჩვენ (2 შვილი დარეჯანი და მე) ვართ საკონსულო აღრიცხვაზე. ოღონდ მე მარტო ვარ ცესკოს სიაში. განაცხადი შევიტანე“, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.

ადმინისტრაციის განცხადებით, მათ საქართველოს მოქალაქეობის დამდასტურებელი მოქმედი დოკუმენტებიც აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button