მნიშვნელოვანისიახლეები

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს.ამის შესახებ 24 ივლისის განკარგულებაში წერია, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

როგორც მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.

დაინიშნება თუ არა ციხელაშვილი სხვა ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის როტაციის ვადა საკონსულოში ოთხი წლით არის განსაზღვრული.

ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოაწერა ხელი. მთავრობის ვებ-გვერდზე კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება 24 ივლისს არის გამოცემული.
“მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 18 ივლისის N18/07/01 განკარგულება “ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა.

2016-დან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button