მოზაიკა
ქეთი მელუა თბილისში იმღერებს

ქეთი მელუა საკუთარ დაბადების დღეზე, 16 სექტემბერს, თბილისში, ევროპის მოედანზე, უფასო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეოთი გვაუწყა:
კონცერტი თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.
მელუა ბრიტანეთში მოღვაწეობს, ძირითადად ბლუზისა და ფოლკ-პოპის ჟანრში მღერის და სიმღერებსაც თავად წერს. დიდ ბრიტანეთში 8 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, მუსიკალური დებიუტი 2003 წელს შედგა, ხოლო 2006 წელს ყველაზე გაყიდვადი ქალი მომღერალი იყო ბრიტანეთსა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთელს ევროპაში.