სპორტი

ქეცბაია „ანორთოსისიდან“ ფეხბურთელებს უშვებს

კვიპროსული კლუბის მთავარი მწვრთნელისთვის ბოლო წვეთი „აპოლონთან“ გაუმართლებელი მარცხი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც გუნდი 0:2-ს იგებდა, მატჩი,3:2 წაგებით დასრულდა.

ამ თამაშიდან ცოტა ხანში კლუბი კაპიტანმა გორდონ შილდენფელდმა დატოვა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა,რომ გუნდს ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებიც ასეთ მეტოქეს გაუმკლავდებიან. განსაკუთრებით გვიჭირს დაცვის ხაზი.

მისივე თქმით, შემადგენლობა,რომლითაც დაკომპლექტებულია ფამაგუსტას „ანორთოსისი“ – არ აკმაყოფილებს, რადგან მთავარ კონკურენტთან დაწევის შანსი დაკარგა და მზადაა გუნდი ახალი ფეხბურთელებით გააძლიეროს.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ნიკა ნინუასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ამ დროისთვის ტრანსფერი შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button