სპორტ-ნიუსისპორტი

ქეცბაიას გუნდმა მოგებათა სერია დაასრულა,თუმცა ქულა მაინც მოიპოვა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ანორთოსისი აეკ-ს ესტუმრა და ფრედ 1:1 დაუზავდა.

ამით ქეცბაიას კლუბმა 5 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა, მაგრამ წაუგეგებელი მატჩების რაოდენობა 7-მდე გაზარდა.

ქართველმა ლეგიონერმა მეკარემ გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და 52-ე წუთზე გაშვებული გოლი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.

ნახევარი მეტრიდან ტრიჩკოვსკიმ ცარიელ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გახსნა.

ანორთოსისის ფეხბურთელთაგან ნოვოტნიმ 70-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში და გუნდი წაგებისგან იხსნა

ქეცბაიას გუნდს ამ დროისთვის 26 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ანორთოსისი 29 იანვარს ომონიასთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button