კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

ყანდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.

მას სახელმწიფო ბრალდება დედის მკვლელობას ედავება, თუმცა მოკლულია მისი ძმა, რძალი და ორი ნათესავიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს, ვის ედავებიან დანარჩენი 4 ადამიანის მკვლელობას.

ყანდაურში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ხოლო დაჭრა ავადმყოფი მეუღლე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

ამავე საქმეზე, ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა – შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button