გურამ კაკალაშვილი ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს

ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიორგი ტუღუშმა მაჟორიტარობის კანდიდატად გურამ კაკალაშვილი წარადგინეს.

მათ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პარტიის ეკონომიკურ პროგრამაზე ისაუბრეს.

„გურამ კაკალაშვილი არის გამოცდილი უწესიერესი ადამიანი, რომელიც გამარჯვების შემდეგ ბევრ სიკეთეს მოუტანს მის რაიონს,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა გურამ კაკალაშვილმა ყურადღება მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button