მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, ერთობლივი განცხადება გავრცელდა

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ერთობლივი განცხადების ტექსტი აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობათა მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოიცა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

“მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე – კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ – და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button