კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბოლნისიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს

თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა მოიტაცა.

შემთხვევა, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოხდა და მას ბიჭის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

“როგორც მე ვიცი ამ ბიჭს ეს გოგო უყვარდა, ამიტომ ოჯახის შექმნის მიზნით გოგო მოიტაცა, მართალია არასრულწლოვანია, მაგრამ სიყვარულია და ვეღარ დაელოდა 18 წლის გამხდარიყო, რადგან შეეშინდა სხვას არ მოეტაცნა. ახლა სად არიან არ ვიცი. მინდა რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს “- ამბობს ახლობელი.

ახალგაზრდების ადგილსამყოფელი,ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button