ყარაჯალაში ნათესავებმა 14 წლის შშმ პირი ქუჩაში დატოვეს
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ნათესავებმა 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ქუჩაში დატოვეს.
მოზარდი, დედასთან ერთად, დეიდის ოჯახში ცხოვრობს.
დედა, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ამჟამად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება.
ორი დღის წინ, ქალი ყამბარაშვილის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა, მას ექიმების დახმარება ხელახლა დასჭირდა.
ნათესავებმა, რომლებიც სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ, შშმ მოზარდის პატრონობაზე, უარი განაცხადეს.
სოფლის ცენტრში დატოვებული მოზარდის თელავამდე ტრანსპორტირებაზე, უარი თქვა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ მუსაევმა.
ბავშვის ტრანსპორტირება, მოგვიანებით, თელავის მუნიციპლიტეტის მერიამ განახორციელა.
ამ წუთისთვის, მოზარდი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, კოვიდ-ტესტის ჩასატარებლად იმყოფება, რის შემდეგაც, მას სოციალური სამსახური, სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანს და მიმღებ ოჯახს ჩააბარებს.
რამდენიმე წლის წინ, შშმ მოზარდი, დედასთან ერთად, თელავში, დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქირის პროგრამით სარგებლობდა.
გარკვეული დროის შემდეგ, დედა- შვილმა, საცხოვრებელი სახლი დატოვა და კვლავ სოფელ ყარაჯალაში დაბრუნდა.დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მოზარდის დედამ, სოციალურ სამსახურს მიაკითხა და თავშესაფარში გადაყვანა ითხოვა.
პროცედურების დასრულებამდე, ქალი ავად გახდა. 14 წლის ბიჭი, დედის ავადმყოფობის გამო, მიმღები ოჯახში, ერთხელ უკვე იმყოფებოდა.