მნიშვნელოვანისაქართველო
ყარამანიშვილები სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის გადასინჯვას ითხოვენ

რუსთავი 2-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვა იმავე სასამართლოს დიდ პალატაში ითხოვეს.
მოთხოვნას საქმის გადასინჯვის შესახებ 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომელმაც უნდა დაადგინოს, განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.
ქიბარ ხალვაშსა და ყარამანიშვილებს შორის, რუსთავი 2-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ყარამანიშვილებმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღეს, თუმცა ევროსასამართლომ დარღვევები ვერ დაადგინა.