მსოფლიოსიახლეები

ყასემ სულეიმანის გაცემაში ბრალდებულს სიკვდილით სჯიან

ირანში სიკვდილით დასჯიან მამაკაცს, რომელიც ისრაელისთვის და აშშ-სთვის გენერალ ყასემ სოლეიმანიზე სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაშია ბრალდებული.

თეირანში ფიქრობენ, რომ მაჰმუდ მუსავი მაჯდი, „ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს“ და „მოსადს“, ირანელი გენერლის ადგილსამყოფელის და გადაადგილების შესახებ, ინფორმაციას აძლევდა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ყასემ სოლეიმანი მიმდინარე წლის იანვარში ბაღდადში, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ დაბომბვის შედეგად მოკლეს.

სასამართლოს სპიკერის, ღოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, ბრალდებული მაჰმუდ მუსავი მაჯდი აშშ-ის და ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისგან დიდ თანხას იღებდა.

ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა ერაყში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. იმავე ღამით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა თეირანის აეროპორტთან უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button