ყასტრანსგაზი ქართული ბაზრიდან გასვლას გეგმავს
ყასტრანსგაზი ქართული ბაზრიდან გასვლას გეგმავს და ინვესტიციის სახით ჩადებულ 130 მილიონს უკან ითხოვს.
განცხაება კომპანიამ წერილობით გაავრცელა. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
“მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება,”- ასე ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი ყასტრანსგაზის მიერ გავრცელებულ ინფომრაციას, რომლის მიხედვითაც კომპანია საქართველოში ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნებას ითხოვს.