,,ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა,,-„კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ლელო” ყაველაშვილს პასუხობს

არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით , – ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
კუპრაძის თქმით, მან პარტიის ლიდერებთან, საპატიმრო დაწესებულების რეგულაციების გამო, გასაუბრება ვერ მოახერხა, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ მამუკა ხაძარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ყაველაშვილის მიმართ შეწყალების მოთხოვნა არ გაიგზავნება.
ირაკლი კუპრაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედვად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაგფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშივლის შიშების დემონსტრირება, რომ მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
იგი ხაზს უსვამს ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამ მხრივ, კიდევ ერთხელ გადადგას ნაბიჯები ოპოზიციური პარტიების მობილიზებისაკენ.
“თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაათულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
შესაბამისად, მივმართავთ, ქალბატონ პერზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილის რუსული კოშმარი. ვთხოვთ მას, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟმს აქვს – ერთობა და საერთო ბრძოლა, რომელშიც ის სამარცხვინოდ დამარცხდება. ამ ბრძოლაში ჩვენ ერთიანობას ვითხოვთ. არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ერთიანობის მიღწევას ვერ შევძლებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ჩვენ მიხეილ ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მივუთიტებთ გზას რუსული ხომალდისკენ. შეწყალების თხოვნა, მოთხოვნა და განცხადებები არ იქნება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, “ლელო-ძლირი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან პატიმრობაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები მას შეწყალების თხოვნით მიმართავენ და ამავე განცხადებაში დაადასტურებენ სურვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ის მათ შეიწყალებს.
კოალიცია პასუხობს მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კოალიციის დაკავებული ლიდერები არ აპირებენ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართონ და მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში.
მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ არჩევნებში ჩართვით, “ოცნება” საკუთარი თავის ლეგიტიმაციას ცდილობ, ხოლო დაპატიმრებული ლიდერების საკითხს ვაჭრობისთვის იყენებს.
“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე.
ბოლომდე!”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” სამი ლიდერია პატიმრობაში – ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. იგივე საქმეზე ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა ნიკა გვარამიასაც.
ყაველაშვილმა განცხადებით დაადასტურა “ქართული ოცნების” ნამდვილი სურვილი – მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბუტიკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დაპატიმრებული პოლიტიკოსების მიმართ გაკეთდა.
ბუტიკაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” ყაველაშვილის შეთავაზებით სურს, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში შეიტყუოს.
“ყაველაშვილის განცხადებით ორი რამ გამოჩნდა. პირველი ის, რომ “ქართული ოცნება” სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას, თუმცა მას ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, ყაველაშვილი კი ვერ შედგა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში.
მეორე არის ის, რომ ყაველაშვილმა ამ განცხადებით დაადასტურა “ქართული ოცნების” ნამდვილი სურვილი – მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია. ახლა იყენებენ ამ შეთავაზებას, რომ პარტიები შეიტყუონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მათთვის ლეგიტიმაციის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერი პარტია, რომელიც თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეს, სინამდვილეში ეხმარება “ქართულ ოცნებას” და ეს დაადასტურა დღეს ყაველაშვილმა”, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ აერთიანებს რვა დაპატიმრებული პოლიტიკოსიდან სამს:
ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“).
დანარჩენები არიან:
მამუკა ხაზარაძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
ბადრი ჯაფარიძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“)
ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)