მსოფლიოსიახლეები

ყაზახეთის პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის ქალიშვილი თანამდებობიდან მოხსნა

დარიგა ნურსულთანის ასულ ნაზარბაევასთვის სენატის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საიტზეა განთავსებული.

დარიგა ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილია. იგი 2016 წლის სექტემბრიდან სენატის დეპუტატი იყო, 2019 მარტში კი, სენატის სპიკერი გახდა. 2019 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა იგი კვლავ წარადგინა სენატის დეპუტატად და მისი რეკომენდაციით, სენატმა ხელმეორედ აირჩია სპიკერად.

მარტში ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ლონდონში დარიგა ნაზარბაევას, აგრეთვე ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილ ნურალი ალიევის და მისი მეუღლე აიდას 100 მილიონზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დააყადაღეს.

სენატი ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატაა. მის შემადგენლობაში 34 დეპუტატი ოლქებიდან და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებიდან აირჩევა, 15 დეპუტატს კი, პრეზიდენტი ნიშნავს.

დარიგა ნაზარბაევას განთავისუფლების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკავი მადლობას უხდის მას ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის პოსტზე აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის შუათანა ქალიშვილი, დინარა კულიბაევა, მეუღლესთან ერთად, ქვეყნის წამყვანი საწარმოების საკონტროლო პაკეტებს ფლობს. მისი ქმარი, ტიმურ კულიბაევი მილიარდერია. ის აკონტროლებს ყაზახეთის სახალხო ბანკს და მეწარმეთა ნაციონალური პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარეა.

ექსპრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი ალია ნაზარბაევა რესპუბლიკის ეკოლოგიურ პოლიტიკას კურირებს, დაკავებულია ბიზნესით და კინოპროდიუსერობით. მან 2018 წელს ლიტერატურის დარგში ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button