მსოფლიოსიახლეები

ყაზახეთში პროტესტის შემდეგ მთავრობა გადადგა

დოიჩე ველეს ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი პროტესტის შემდეგ მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.

პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.

განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.-  იუწყება დოიჩე ველე 

მსგავსი პოსტები

Back to top button