კრიმინალისაქართველოსიახლეები

ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაიხსნა

პოლიციამ ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია 1 პირი. 44 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 3 მაისს, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი პოსტები

Back to top button