სპორტი

ქართველების ტრიუმფი რუმინეთში. გუნდური პირველი ადგილი ქვიშის ჭიდაობაში

2021 წლის სეზონი ქართველი ქვიშის მოჭიდავეებისთვის ტრიუმფით აღინიშნა.

ტურნირში, რომლის დასკვნით, ფინალურ ეტაპს რუმინეთის ქალაქ კონსტანცამ უმასპინძლა,- მსოფლიო ჩემპიოები 4 ეტაპის ჯამში გამოვლინდა.

საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 წონით კატეგორიაში 3 ოქრო და ერთი ვერცხლია.
აქედან, ჩემპიონები გახდნენ: ლევან ქელეხსაშვილი, დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია. დავით ხუციშვილი კი ვერცხლის მფლობელი გახდა.

ბუნებრივია,რომ ქვიშის მოჭიდავეთა ქართულმა ნაკრებმა ამ შედეგით გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა და რუმინეთში ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

ბოლო მონაცემებით, ქელეხსაშვილმა 58 ქულა მოაგროვა, მარსაგიშვილმა,- 44,5, კორძაიამ 50 ქულას მოუყარა თავი და დავით ხუციშვილმა ,- 48,5-ს. ხუციშვილი მხოლოდ 50 ქულიან რუს ვასილ მიხაილოვს ჩამორჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button