მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები კახეთშიც ფიქსირდება

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, თელავში ბავშვთა კოვიდინფიცირების შემთხვევები ისევ ვლინდება.
ბოლო ერთი კვირაა, თელავის ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებს შორის, კოვიდ- 19- ის შემთხვევები ფიქსირდება.

საავადმყოფოს დირექტორის, თამილა თეიმურაზიშვილის განმარტებით, გარკვეული პაუზის შემდეგ, ბავშვებში კოვიდით ავადობის შემთხვევები, რეგულაციების მოხსნის შემდეგ დაიწყო.

” გარკვეული დროის განმავლობაში, აღარ გვქონდა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები. ეს ერთი კვირაა, დღეში ხან ორიც ვლინდება. იმ ფონზე, როცა საერთოდ აღარ იყო, ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ვფიქრობ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება. შტამს ვერ გეტყვით, რომელია, აქ ამის კვლევის შესაძლებლობა არ გვაქვს”- განაცხადა თეიმურაზიშვილმა.

კახეთში კოვიდინფიცირებული ბავშვებისათვის სტაციონარი არ არის. მცირეწლოვანი ბავშვები, სამკურნალოდ, თბილისში, სპეციალიზებულ კლინკებში გადაჰყავთ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კოვიდ- 19- ის 157 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button