მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმი მეოთხე დღეა უპილოტო საფრენი აპარატებით იბომბება

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან ზედიზედ მეოთხე დღეა იუწყებიან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ.

ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი გოგო, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში ორი რუსული საჰაერო ბაზა აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian და Radio Svoboda ავრცელებს.
როგორც Unian წერს, აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოფედერივკასა და ივანოვკას მიმართულებებით.
“ძლიერი აფეთქებები იყო ივანოვკასა და ნოვოფოდორივკას სოფლებში.. აფეთქებები იყო სიმფეროპოლის რაიონში, მუშაობს საჰაერო თავდაცვა”, – ციტირებს Unian თვითმხილველებს.

ამასთან ერთად, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება მოხდა გვარდისკის რეგიონში არსებულ სამხედრო აეროდრომზე.

Radio Svoboda-ს ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომის მახლობლადაც.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ აეროდრომზე განლაგებულია 43-ე ცალკეული საზღვაო თავდასხმის საავიაციო პოლკი, საიდანაც ხშირად ხორციელდებოდა თავდასხმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე.
17 ივლისს დრონებით დარტყმა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.
18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“.
19 ივლისს, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო პოლიგონზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ამ ცნობებზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button