მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე დონბასის რეგიონის ქალაქ მარიუპოლს ეწვია. რუსული მედიის ცნობით, ის იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა და ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულს „სამუშაო ვიზიტს“ უწოდებს.

ტელეგრამის არხით გავრცდელებულ ვიდეოზე პუტინს მარიუპოლში თან ახლდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მარატ ხუსნულინი.

ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში ის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.მან სამხედროების მიერ ახალგაშენებული საცხოვრებელი, ასევე რამდენიმე ოჯახი მოინახულა.

ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან,- არ გამოქვეყნებულა.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ანექსირებულ სევასტოპოლში მეცხრე წელს ჩავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button