მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

მისივე თქმით, თბილისის ცენტრალური პარკიც ფონდის დახმარებით მოეწყობა.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დედაქალაქისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ჩემი მერობის პირობებში, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისში შეიქმნას უფრო მეტი მწვანე სივრცე, გასართობი პარკი თუ რეკრეაციული ზონა, სადაც თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს ექნებათ დროის გატარების ძალიან კარგი და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა. მეტი მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, უფრო მეტი განაშენიანებული პარკი ნიშნავს მეტ სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ გარემოს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და ეს გამოიხატება იმ პროექტების განხორციელებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა მთელი ქალაქის მასშტაბით. მზიურის განახლებული პარკი, რომელიც მართლაც ულამაზესია; გლდანში მეექვსე მიკრორაიონში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გაკეთებული პროექტი, ასევე, კიკვიძის პარკი რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და იქ მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად სარგებლობენ და ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით. მათ შორის, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დაწყებულია და ქალაქს ექნება ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ამ პროექტის სახით. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო ბოლოს განხორციელებული დენდროლოგიური პარკის პროექტი, რომელიც ულამაზესია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button