რეგიონი

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარბაქაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბრალდების მხარე, მამაკაცისათვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე, საკუთარ და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ჯერჯერობით, არ ახმოვანებს.

თავად ბარბაქაძე დუმილის უფლებას იყენებს და მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, ბარბაქაძემ ყოფილი მეუღლე, 37 წლის ნონა ჭაბაშვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზით ინტოქსიკაციის იმიტაციისათვის, ბინაში ანთებული გაზქურა დატოვა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11’109- ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას გულისხმობს.

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარბაქაძე დუმილის უფლებას იყენებს

მსგავსი პოსტები

Back to top button