ყოფილი “ნაციონალები” ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა 4-მა წევრმა საგანგებო განცახდება გაავრცელა. პარტიიდან წასულმა დპუტატებმა ნაციონალური მოძრაობის დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე კომენტარებიc გააკეთეს.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ის და მისი კოლეგები გეგმავენ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. არც საპარლამენტო ფრაქციის შექმნას გამორიცხავენ.

“ვეცდებით მოვიზიდოთ პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანები, რომელთა ჩართვაც პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის და სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას,“ – განაცახადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ წუთისთვის არ აქვთ კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფთან. ისინი ამ ეტაპზე ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button