მნიშვნელოვანისიახლეები

ყოფილი პრეზიდენტი პროცესს პირველად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.

პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტი შენობაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლოზე დასწრების საშუალებას აძლევენ.

ადგილზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალება მედიასაც არ ეძლევა. შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე უნდა იმსჯელონ.

-ფოტო.საზოგადოებრივი მაუწყებელი

ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტრო მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები პროცესის პარალელურად აღმაშენებლის ხეივანში, გზის სავალი ნაწილის სრულად გადაკეტვას ცდილობენ. რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა სამართალდამცველებმა რამდენიმე მხარდამჭერი ტერიტორიას განარიდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button