ყოფილი პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი უკრაინაში ბრძოლების დროს დაიჭრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, უკრაინაში ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა. იგი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია, მებრძოლებზე დაყრდნობით ვრცელდება.
შეგახსენებთ,2021 წლის 21 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სამი პირი, რომლებიც შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უკრაინულ იახტაზე დააკავეს.
მაშინ, სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, ეჭვი ჰქონდათ,რომ იქ „უკანონო მიგრანტი“ იმყოფებოდა,რომლის მიზანი საქართველოში შემოსვლა იყო,თუმცა ბორტზე მხოლოდ სამ ადამიანი იპოვეს -უკრაინის ორი და საქართველოს ერთ მოქალაქე.
სამივე მათგანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იყო კავშირში.
უკრაინის მოქალაქეები, ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩი სააკაშვილის მეგობრებად მიიჩნევიან, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი კი სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო.
მათი დაკავება 2020 წლის 28 ნოემბერს მოხდა.