ყოფილი სპეცრაზმელი ზაალ ლატარია პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი ზაალ ლატარია პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.
ბრალდების მხარე ზაალ ლატარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი ამბობს, რომ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გაავრცელა და სხვა პირებს გაუგზავნა. დაკავებულის ადვოკატი და ოჯახი, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
მისი თქმით, ლატარია ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
პროკურორის განცხადებით კი, ზაალ ლატარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინახავდა და ავრცელებდა. კითხვაზე, როგორ გავიდა გამოძიება ზაალ ლატარიაზე, საქმის პროკურორი ამბობს, რომ ზაალ ლატარიას სახელი და გვარი საქმის ფარგლებში გამოკითხულმა მოწმეებმა დაასახელეს.