მნიშვნელოვანირეგიონი

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მეუღლის მეორე ქმრის მკვლელობისა და თავად ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულს18 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებული შეურაცხმყოფელად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას და ამის გამო შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით, ორივე მათგანის მოკვლა გადაწყვიტა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, მამაკაცი შეიარაღებული მივიდა და გარდაცვლილის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ცოლ-ქმრის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი, მხოლოდ ექიმების ჩარევით გახდა შესაძლებელი.

მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 111, 19, 109-ე და 236-ე მუხლებით წარუდგინეს.

წარდგენილ ბრალდებაში, მამაკაცი სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ.

შეგახსენებთ, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 2023 წლის 28 ნოემბერს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button