რეგიონი

ყოფილმა პოლიციელმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

გურჯაანში, ყოფილმა პოლიციელმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა.

ალექსი ზაალიშვილმა სიცოცხლე საკუთარი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაასრულა.
მამაკაცი ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 74 წლისაა.
სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ალექსი ზაალიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში სხვადასხვა პოზიციაზე, შევარდნაძის ეპოქაში მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button