ყურძნის სუბსიდირება [სტატია]

სახელმწიფომ რთვლისთვის მზადება დაიწყო. ბიუჯეტიდან სუბსიდიაც გამოიყოფა. ჯერ უცნობია, რა ფასად ჩაიბარებენ ქარხნები მოსავალს. არადა, გლეხებს ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებთ. ექსპერტების ნაწილი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საყვედურობს და ამბობს, რომ „არ არსებობს დარგის განვითარების სტრატეგია“.

ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირება წელსაც მოხდება. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც სოფლის მეურნების მინისტრმა ოთარ დანელიამ გააჟღერა, თითო კილოგრამ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეში” სახელმწიფო დამატებით 35 თეთრს, ხოლო 1 კგ “საფერავში” 15 თეთრს გადაიხდის.ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ წელს სუბსიდირება არა ღვინის კომპანიებს, არამედ პირდაპირმევენახეებს შეეხება. ჩაბარებულ ყურძენზე გლეხი სუბსიდირებულ თანხას ორი კვირის ვადაში ბანკში მიიღებს.

მინისტრმა არსებული სიტუაციაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ექსპორტი გარკვეული მიზეზების გამოშემცირებულია და რეგიონში ზოგადად არასტაბილური ვითარებაა, რაც ბაზრებზე ახდენს გავლენას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ, მოთხოვნის შემცირების გამო, ჩაუბარებელი ყურძენი დარჩა, მაშინ შესაძლოა ჩაერიოს სახელმწიფო და ჩაიბაროს.

ღვინის კომპანიები ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რა ფასად ჩაიბარებენ გლეხებისგან ყურძენს და,შესაბამისად, კომენტარზე უარს ამბობენ. იმას, რომ ყურძნის სუბსიდირება წელსაც მოხდება, კახელი გლეხების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა ზოგი მათგანი გვეუბნება, რომ კონკრეტული დარგების მუდმივი სუბსიდირება მათ არასწორად მიაჩნიათ, რადგან ამით გლეხი და მევენახეობის დარგი რეალურად წინ ვერ მიდის:

„სოფლის მეურნების სამინისტროს დარგის განვითარების სტრატეგია არ გააჩნიაო”, – გვეუბნება პაატა კოღუაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი დაპროფესორი. კოღუაშვილის თქმით, ყურძნის სუბსიდირებიდან გლეხი ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს და ოჯახში დამატებითი შემოსავალი ვერ შეაქვს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ყურძნის ღირებულება ერთი ლარიდან იწყებოდა და 3 ლარსაც აღწევდა. ღვინის სუბსიდირების პროგრამა საქართველოში აქტიურად 2007 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტო წელს რთვლის საკოორდინაციოდ ორშტაბს ქმნის,რომელიც თელავსა და გურჯაანში განთავსდება. შტაბები მუშაობას აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button