ყურძნის სუბსიდირება წელსაც მოხდება – ოთარ დანელია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც დანელიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ხვალისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე ისუბრებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ძირითადად ვრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები.
რაც შეეხება ყურძნის მოსავალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავალი არის ძალიან კარგი და სულ მცირე 30%-ით მეტი, ვიდრე იყო შარშან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

შეხვედრას 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button