მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ყვარელი და თელავი ისევ დაისეტყვა
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში კვლავ სეტყვა მოვიდა. ძლიერმა სეტყვამ სოფელ შაქრიანში სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დააზიანა, ძლიერმა ქარმა კი, სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიის შედეგად, დაზარალებულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაფარეულიც, სადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 70 ჰა სასოფლო – სამეურნეო სავარგულებია დასეტყვილი.
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, რამდენიმე ადგილას მრავალწლოვანი ხეებიც წაიქცა.
კახეთში, სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლებში, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.