მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში ავტომანქანა წყლის არხში გადავარდა-დაშავებულია 2 ადამიანი

ყვარლის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომანქანა წყლის არხში გადავარდა. ავტომობილი ყვარლიდან სოფელ სანავარდოს მიმართულებით მიდიოდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცემენტის ჯებირს შეეჯახა და წყლის არხში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად, თავად ავტომანქანის მძღოლმა და გზაზე მოძრავმა ქვეითმა, სხეულის დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ორივე დაშავებული ყვარლის საავადმყოფოში გადაჰყავს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button