,,თუ თუ ომი 2024 წელს არ დასრულდება სრული კრახი იქნება,,-ლუკაშენკო მოსკოვშია

“თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, “კოლაფსი იქნება”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩასვლის შემდეგ საუბრობს. პეტერბურგში მყოფ ლუკაშენკოს ასევე ჰკითხეს, მომავალ წელს უკრაინასთან თანამშრომლობის შანსი არსებობს თუ არა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ უკრაინის საკითხი მომავალ წელს გადაწყდეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ შანსი არის და ეს უკრაინისთვის ერთადერთი შანსია.
“ვფიქრობ, ეს უბრალოდ შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ არ გამოიყენებენ, იქნება სრული ნგრევა… წნევა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ შენიშნეთ ზელენსკის პრესკონფერენციიდან, რომ ის იწყებს გაგებას”, – თქვა ლუკაშენკომ.
მედიის ცნობით, ლუკაშენკო სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაც.
ამასთან, 26 დეკემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში დღეს, 25 დეკემბერს ჩავიდა.