მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მსხვერპლით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი, დაკავებულია. ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, თავად დაკავებულის დედამ აცნობა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება.

“ეს უმძიმესი ავარია, ჩემს შვილს შეემთხვა. რანაირად მოხდა შეჯახება, ძნელია ახლა ამის თქმა, ავტომანქანა არის ძალიან დიდი, ლამის ხუთტონიანი. ჩემი მეუღლეც ადგილზე იყო, სწორედ ის ცდილობდა ბავშვის გადარჩენას და რაკი სასწრაფომ დააგვიანა, თვითონ სცადა საავადმყოფოში გადაყვანა. ჩემი შვილი, რომელიც საჭესთან იჯდა, თავისივე ძმებმა წაიყვანეს და ძმებთან ერთად ჩაბარდა პოლიციას. მე მერჩია, ჩემიც იქ მომკვდარიყო, თუ ყველაფერი ასე მძიმედ დასრულდებოდა. ახლა ის დაჭერილია და არც კი ვეცდებით, რამე პასუხისმგებლობა თავიდან ავიცილოთ ის იმ სასჯელს მიიღებს, რაც ეკუთვნის, “- თქვა დაკავებულის დედამ რადიო ჰერეთთან.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ შილდაში, 27 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევის შედეგად, 15 წლის ქვეითი გარდაიცვალა, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა.
არასრულწლოვანი, ძიუდოისტთა კლუბ “შილდის” წევრი და საჭიდაო ტურნირებში საპრიზო ადგილების მფლობელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button