ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები გაუქმდა.
ილიაობის საზეიმო ნაწილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო მოიხსნა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186- ე წლისთავი, მხოლოდ მისი ბარელიეფის ყვავილებით შემკობით და ილიას სახელმწიფო მუზეუმში პარაკლისით აღინიშნება.
” ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების საზეიმო ნაწილი გაუქმებულია. ილიაობისთვის მხოლოდ
ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა მოხდება და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში წმინდა ილია მართლის პარაკლისს გადაიხდიან. საზეიმო და კულტურული ნაწილი, გორში საქათველოს მოქალაქის მკვლელობის გამო , სრულად გაუქმებულია”- განმარტეს მერიაში.
ილია ჭავჭვაძის დაბადების დღე, ყვარელში ყოველი წლის 8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულით აღინიშნება.