მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ყვარელში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს, ძლიერი ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.

ხანძრის ლოკალიზაციისათვის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე, კახეთის გუბერნატორი გაეცნო.
ირაკლი შიოშვილი მეხანძრე- მაშველებს და კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

“ცეცხლის ქრობით სამუშაოებში ორი საათის წინ ჩაერთო ავიაცია. იმედი გვაქვს, ვერტფრენის დახმარებით რამდენიმე საათში შევძლებთ ლოკალიზება გამოვაცხადოთ, თუმცა წინასწარ რამის პროგნოზი რთულია. ვითარებას მეტეოროლოგიური სიტუაციაც ართულებს. ცოცხალი ძალა რჩება ხანძრის ეპიცენტრში და აქტიურად მუშაობს”- შიოშვილმა.

ცეცხლი ორი დღის წინ, ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში გაჩნდა.

ქრობის პროცესში ჩართულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი შეუერთდა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი ტყეში სავარაუდოდ, 5 ჰექტარ ფართობს უკიდია.

მსგავსი პოსტები

Back to top button