ყვარელში ლელოს წარმომადგენლებს ” ქართული ოცნების” გუკშემატკივრები დაუპირისპირდნენ

ხელისუფლების მხარდამჭერები ევროპული კამპანიის წინააღმდეგ- ყვარელში ლელოს წარმომადგენლებს ” ქართული ოცნების” გუკშემატკივრები დაუპირისპირდნენ.
“ლელო- საქართველოს” ერთ- ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს ქართული ოცნების მხარდამჭერები დახვდნენ და მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელის შეშლა სცადეს.
მათი განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსს, საქართველოში გადაადგილების უფლება არ აქვს.
” ესენი არიან მილიონერები, ქვეყანა გაძარცვეს და უფლება არ აქვთ, როგორც პოლიტიკოსებს ქვეყანაში იმოძრაონ. ამათ ბანკის მეშვეობით გაძარცვეს ქვეყანა. არავისი მხარდამჭერიც არ ვარ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება მინდა”- განაცხადა ერთ- ერთმა პირმა.
ლელო- საქართველოს დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რამდენიმე პირი მივიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა.
” ესენი არიან ” ქართული ოცნების” მოგზავნილები და ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას. პოლიცია აქვეა და აკვირდება ვითარებას. მე არ გამომიძახია. კარგად აღბეჭდეთ ეს ადამიანები, რომ ყველამ ნახოს ამათი სახე”- განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპულ კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია საქართველოს რეგიონებში ატარებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს გურიასა და აჭარაშიც დაუპირისპირდნენ.