მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში მაშველებმა მდინარის ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცი გამოიყვანეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა მდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მოქალაქე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბურსას ნაპირზე იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც მდინარის ადიდების გამო ვერ ახერხებდა მეორე ნაპირზე გადასვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და მოქალაქე, თოკების საშუალებით, უვნებლად გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მდინარე ბურსა, ქალაქ ყვარელთან ჩამოდის და ალაზნის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს.

ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმების გამო, კახეთის მდინარეებში წყლის დონე, საგრძნობლად მომატებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button