მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები დაიხურა

ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები დაიხურა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ რუსული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამა გაუქმდა.

პროგრამის დახურვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ცენტრის დირექტორი, მაია ზარდიაშვილი მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებს.

მანამდე, მაია ზარდიაშვილი აცხადებდა, რომ კურსები მოსახლეობის მოთხოვნით გაიხსნა.

პროგრამის გაუქმებას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და მესამე სექტორის პროტესტი უძღოდა.

რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა ყვარელში მარტის თვიდან ფუნქციონირებდა.

კურსებზე 40- მდე მოსწავლე დადიოდა

მსგავსი პოსტები

Back to top button