ცნობილი ქართველი მშვილდოსანი ESPN-ისთვის გაშიშვლდა [Video/Photo]

ESPN აქვეყნებს ამერიკის ტოპ-ათლეტების გალერეას – “აი, როგორ გამოიყურებიან ტოპ-ათლეტები ტანსაცმლის გარეშე”.

აღსანიშნავია, რომ საქვეყნოდ ცნობილ ათლეტებს შორის, ვინც ამ გამოცემისთვის გაშიშვლდნენ, ერთი ქართველიცაა – ამერიკის მოქალაქე ხათუნა ლორიგი (ადრე ქვრივიშვილი).

Khatuna-Lorig-Nude-ESPN-Body-Issue-2015ხათუნა ლორიგი 41 წლისაა. ის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე, ამერიკის გუნდის მედროშე იყო.

ხათუნა ლორიგის გარდა, გამოცემისთვის გაიხადეს: ამანდა ბინგსონმა (მძლეოსნობა), ბრიტნი გრინერმა (კალათბურთი), ბრაის ჰარპერმა (ბეისბოლი), დეანდრე ჯორდანმა, კევინ ლავმა (კალათბურთი), ჯერმეინ ჯონსმა (ფეხბურთი) და სხვებმა.

ხათუნა ლორიგი-ქვრივიშვილის შესახებ ამერიკაში უფრო მეტი იციან, ვიდრე საქართველოში. არადა, მისი სპორტული კარიერა სწორედ საქართველოში დაიწყო. დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებული მშვილდოსანია, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, მწვრთნელი.

ფართო მასებმა კი საქართველოში მის შესახებ მხოლოდ მას მერე შეიტყვეს, რაც გაირკვა, რომ ”შიმშილის თამაშებში” მონაწილე ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი სწორედ ხათუნამ მოამზადა გადაღებებისთვის და მშვილდ-ისრის მოხმარება ასწავლა.

Khatuna-Lorig-Nude-ESPN-Body-Issue-2015-1ამ ფაქტის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს აქტიურად ეპატიჟებიან ”ოქროს გლობუსისა” და ”ოსკარის” დაჯილდოებებზე, მასზე ტელეგადაცემებს ამზადებენ.

ხათუნა 1974 წელს თბილისში დაიბადა. როგორც თავად ჰყვება, მშვილდოსნობით, სრულიად შემთხვევით, მეექვსე კლასში დაინტერესდა. კლასში შევიდნენ და იკითხეს, მშვილდოსნობაში ვარჯიშს ვინმე თუ დაიწყებდა. თურმე იმდენად ეზარებოდა გაკვეთილებზე სიარული, მაშინვე ხელი ასწია. მას შემდეგ აქტიურად ვარჯიშობდა, პირველობისკენ სწრაფვა ეხმარებოდა, რომ მართლა ყოველთვის პირველი ყოფილიყო.

მალე საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში მოხვდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისივე თქმით, ეს სპორტი
საქართველოში არავის აინტერესებდა. ამიტომაც, 1990-იან წლებში, შეერთებულ შტატებში წავიდა.

მას მერე კალიფორნიაში ცხოვრობს, ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში ირიცხება, წარმატებული მწვრთნელია. ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ასევე მშვილდოსნობას მისდევს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12984″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437030916957″]

მსგავსი პოსტები

Back to top button