კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში “საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება 49 წლის შალვა მელიქიშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მხარემ საკუთარი პოზიცია, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებით და მიმალვის საფრთხით ახსნა.

ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 30 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა და საჭირო შემთხვევაში, თანხის გაზრდასაც არ გამორიცხავდა.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323- ე და 329- ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შალვა მელიქიშვილი საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში, 9 სექტემბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button