მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველო რუსეთის ფაქტორის გამო „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

3+3 ფორმატის შეხვედრა ორშაბათს, 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში იმართება.

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას თეირანში სხვა რეგიონულ ძალებთან ერთად „3+3“ ფორმატის შეხვედრაში.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს იტყობინება, „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.

ამ ფორმატში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, რასაც საქართველო არ დასწრებია. შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა. საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.

შეგახსენებთ ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.

სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ – “3+3” შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.

ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანს ეწვევა

მსგავსი პოსტები

Back to top button