ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ყველა მძევალი არის თავისუფალი. შეტყობინების მირებისთანავე დაიწყეს სამაღტალდამცველებმა მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმოამდგენლები, მიმდინარეობს ღონისძიება.
ყველა დეტალზე არ შემიძლია ვისაუბრო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველა მძევალია თავისუფალი. გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მუხლით.
შეიარაღებასთან დაკავშრებით განვაცხადეთ, რომ არის ეს პირი შეიარაღებული. რა თქმა უნდა, იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მძარცველი საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.